პარკეტის სორტირება

ჩვენი ხის იატაკი დაყოფილია რამდენიმე სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით.
თითოეული ხის იატაკი გამოირჩევა უნიკალური დიზაინით.
დიზაინის თავისებურება დამოკიდებულია იმაზე,
თუ რომელი ხის ნაწილია გამოყენებული პარკეტის ფიცრის შექმნისას.

 

ბუნებისა და დიზაინის შერწყმა. ბუნებრივი მარცვლებიდან დაწყებული,
ფერის ვარიაციებით  დამთავრებული, ხის სორტირება ისეთივე
მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგისთვის, როგორიც იატაკის საბოლოო დიზაინია.
ჩვენი გამოცდილება იატაკის სორტირებაში გვაძლევს საშუალებას შევქმნათ
იატაკები განსხვავებულ ფერსა და დიზაინში.

პარკეტის სორტირება იწყება ყველაზე სუფთა დაფებიდან და სრულდება
მეტად  რუსტიკული იატაკებით, რომლებშიც  ჭარბობს მკვეთრი
ბზარები და კორძები. ყველა სორტირებულ ჯგუში შეხვდებით განსხვავებული ტონალობის ფართო არჩევანს.

 

CALM

ეს იატაკები მზადდება ყველაზე სუფთა დაფებისგან,
რაც ქმნის ერთიანი გარეგნობის ვიზუალს, ტონალობის მცირე ცვალებადობით.

VARIATION (TOWN)

ამ სორტირების მქონე იატაკები ხასიათდება ფერის,
ტონისა და ვიზუალის დახვეწილობით, შეიძლება შეიცავდეს მცირე კორძებს.

LIVELY

LIVELY-ის იატაკებს აქვს შედარებით მკეთრად გამოკვეთილი
დეტალები კორძების სახით. მოცემული იატაკი გამოირჩევა
ფერების უფრო დიდი ვარიაციით და გამომდინარე აქედან,
არის უფრო მრავალფეროვანი და ცოცხალი ხასიათის მქონე.

DYNAMIC

მოცემული იატაკი დამზადებულია დაფებისგან,რომლებსაც აქვს ბზარები და კორძები.
ეს დეტალები ხდის პარკეტს დრამატულსა და სიცოცლისუნარიანს,
თუმცა, ამ სორტირების იატაკები მაინც ინარჩუნებს თბილ და მყუდრო ხასიათს.
იატაკებს აქვს სხვადასხვა ტონალობის ფერები.

EXPRESSIVE

თუ გსურთ, რომ თქვენმა იატაკმა მათლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს,

ამ შემთხვევაში გირჩევდით პარკეტს EXPRESSIVE-ის ხაზიდან.

ეს იატაკები არის დამზადებული დაფებისგან, რომლებსაც აქვს მეტად მკვეთრი კორძები და გამოკვეთილი ბზარები.