14 ივნისს ოქროს ბრენდი 2023-ის დაჯილდოვება გაიმართა.
ოქროს ბრენდების გამოვლენაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-ლექტორები, მენეჯერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად, გამოკითხვა ჩატარდა მომხმარებლებს შორის. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.
ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის,ხარისხის და პიარ მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა.
ღონისძიებას 100 -ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიის ტოპ მენეჯერი ესწრებოდა, მათ შორის სტუმრები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ტიტული ოქროს ბრენდი, ენიჭებათ კომპანიებს 2006 წლიდან. მისი მფლობელები არიან როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო უმსხვილესი კომპანიები.
