შვედური ბრენდი ჩერსი 1857 წელს ჩერსის ოჯახმა დაარსა ქალაქ ნიბროში, მათი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ მყარი, კომფორტული და მოსავლელად მარტივი პარკეტი.
სწორედ, პირველმა ჩერსიმ შექმნა:
სამშრიანი პარკეტი;
5G ჩამკეტი;
დამუშავებული ზედაპირი (ზეთით, ლაქით);
პარკეტი სპორტული იატაკისთვის;
ჩერსის წარმოებულ პარკეტს 30 წლიანი გარანტია მოყვება და 100%-ით ნატურალური ხეა.
არც სოციალური პასუხისმგებლობა ავიწყდება შვედურ ბრენდს და ჯერ კიდევ 1997 წელს მიიღო ISO 14001 გარემოსდაცვით სერთიფიკატი. ჩერსი უზრუნველყოფს ტყის ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენებით მოსახლეობის მომარაგებას. დარჩენილი ნაცარი კი უბრუნდება ტყეს სასუქის სახით.
ასევე, ჩერსის დაარსების შემდეგ, შვედეთის ტყის რაოდენობა 60%-ით გაიზარდა, რადგან კომპანია ზრუნავს ხეების დარგვაზე.
ჩერსი არის უამრავი ინოვაციის და სერთიფიკატის მფლობელი, ერთ-ერთი მათგანია ასევე, ფრანგული A+, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ დამონტაჟებული პარკეტი უსაფთხოა და აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს შიდა გარემოსთვის.
შვედური ბრენდის ჩერსის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში “ჩერსი საქართველო”
თბილისი: ვაჟა-ფშაველას 2 ნომერში
