ჩერსი ხეზე 160 წელზე მეტია მუშაობს და დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ინოვატორული კომპანიაა ხის პროდუქტების სფეროში. ჩერსის დიდი ისტორია შედგება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინოვაციისაგან, რომლებმაც გლობალურად შეცვალა ხის პარკეტის ინდუსტრია სამუდამოდ, დაწყებული მრავალშრიანი პარკეტებიდან, დამთავრებული ჩამკეტის სისტემით, რომელიც არ საჭიროებს წებოს გამოყენებას. ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში დაგრვოდა, თაობიდან თაობას გადაეცა. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ იდეებს, თუ როგორ შეიძლება პარკეტის ინდუსტრიის გაუმჯობესება. მიზანი კი მარტივია, მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ უფრო მყარი, მბზინავი და მარტივად მოსავლელი პარკეტი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შედეგებით. ხალხი მთელი მსოფლიოს გარშემო ირჩევს ჩერსის და აფასებს ჩვენს პროდუქციას. დღეს ჩვენი პროდუქცია შესაძლებელია შეგხვდეთ სახლებში, ოფისებში, მაღაზიებში, სასტუმროებში, საკონცერტო ჰოლებსა და სპორტ დარბაზებში, როგორც ევროპაში, ასევე აზიაში. ჩერსი ამარაგებს 70-მდე ქვეყანას. ლიდერია წარმოებით შვედეთში, ერთი-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია ასევე გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის კონტინენტზე.
