სახლის იატაკის საუკეთესო არჩევანი ოთახების მიხედვით

  • აღმოაჩინეთ  სახლის იატაკის საუკეთესო არჩევანი ოთახების მიხედვით.

შეისწავლეთ მაღალხარისხიანი იატაკების ფართო არჩევანი უკლებლივ ყველა ოთახისთვის.

 

  • შეისწავლეთ ჩვენი იატაკები ოთახების მიხედვით.

თითოეული ოთახისთვის შესაბამისი იატაკის არჩევა იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.უკლებლივ ყველა სივრცეს გააჩნია თავისი უნიკალური დანიშნულება და განსაკუთრებული საჭიროებები. სწორედ თქვენ მიერ არჩეული იატაკი თამაშობს ძალიან დიდ როლს ამ ფაქტორების დაკმაყოფილებაში. იატაკი უშუალოდ ხელს უწყობს თქვენი სახლის ფუნქციონალურობას და ესთეტიური გარემოს შექმნას.

  • სამზარეულო.

სამზარეულოსათვის იდეალური იატაკის შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია სივრცის ფუნქციონალურობისთვისა და გემოვნებიანი გარემოს შექმნისთვის.  ლაქების, დაღვრილი სითხეებისა დაფეხით ხშირი მოძრაობის გათვალისწინებით, პრიორიტეტული გამძლეობაა. მსგავს სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა ისეთი იატაკის არჩევა, რომელიც ამტანობით გამოირჩევა, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და უძლებს ყოველდღიურად საჭმლის კეთებასა და შეკრებებს.

  • სასტუმრო ოთახი.

სასტუმრო ოთახი სახლის გულად ითვლება, სადაც ისვენებთ, იღებთ სტუმრებს და დროს ატარებთ საყვარელ ადამიანებთად ერთად. სწორი იატაკის შერჩევა სასტუმრო ოთახისთვის არსებითად მნიშვნელოვანია თბილი და მიმღები გარემოს შექმნისთვის.

 

  • საძინებელი.

საძინებელი თქვენი კერძო და პირადი ოაზისია, სადაც კომფორტი და სიმშვიდე თანაბარწილად მნიშვნელოვანია. თქვენი საძინებლისათვის იატაკის არჩევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ მასალებს, რომლებიც გთავაზობთ სირბილეს, სითბოსა და ეფექტურ, მომხიბვლელ ვიზუალს.

 

  • დერეფანი.

დერეფანი არის არის ადგილი, რომელიც თქვენს სახლში სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს. სწორი იატაკის არჩევა ამ ადგილისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რათა შეიქმნას გლუვი და ვიზუალურად სასიამოვნო გადასვლები.

 

  • ბავშვების ოთახი.

ბავშვის ოთახი წარმოსახვის უნარისა და თავგადასავლების თავშესაფარია. იმისათვის, რომ ამ ოთახისთვის იდეალური იატაკი შეარჩიოთ, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტს, რომელიც გაუძლებს ბავშვის აქტიური ცხოვრების სტილს და შეძლებს ლაქებთან, თამაშთანა და ულევ თავგადასავლებთან გამკლავებას.

 

  • სახლის ოფისი.

იმისათვის, რომ სახლის ოფისში კომფორტული და პროდუქტიული სამუშაო სივრცე შეიქმნას, აუცილებელია სწორი იატაკის შერჩეა. ამ გარემოსთვის იდეალური იატაკის შერჩევისთვის გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ხმაურის შემცირება, გამძლეობა და ვიზუალური მიმზიდველობა.