×
kahrsfloors

ჩვენ შესახებ

ჩერსი ხეზე 160 წელზე მეტია მუშაობს და დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ინოვატორული კომპანიაა ხის პროდუქტების სფეროში. ჩერსის დიდი ისტორია შედგება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინოვაციისაგან, რომლებმაც გლობალურად შეცვალა ხის პარკეტის ინდუსტრია სამუდამოდ, დაწყებული მრავალშრიანი პარკეტებიდან, დამთავრებული  ჩამკეტის სისტემით, რომელიც არ საჭიროებს წებოს გამოყენებას. ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში დაგრვოდა, თაობიდან თაობას გადაეცა. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ იდეებს, თუ როგორ შეიძლება  პარკეტის ინდუსტრიის გაუმჯობესება. მიზანი კი მარტივია, მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ უფრო მყარი, მბზინავი და მარტივად მოსავლელი  პარკეტი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შედეგებით. ხალხი მთელი მსოფლიოს გარშემო ირჩევს ჩერსის და აფასებს ჩვენს პროდუქციას. დღეს ჩვენი პროდუქცია შესაძლებელია შეგხვდეთ სახლებში, ოფისებში, მაღაზიებში, სასტუმროებში, საკონცერტო ჰოლებსა და სპორტ დარბაზებში, როგორც ევროპაში, ასევე აზიაში. ჩერსი ამარაგებს 70-მდე ქვეყანას. ლიდერია წარმოებით შვედეთში, ერთი-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია ასევე გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის კონტინენტზე.

 

 

 

Kährs Nybro 1857

ხანგრძლივი ისტორია ნიბროში:

ჩერსი დაარსდა 1857 წელს ქალაქ ნიბროში , შვედეთის ტყის სიღრმეში. სწორედ უხუცესი იოჰან ჩერსი იყო ადამიანი, რომელმაც გახსნა მაღაზია ხის ნაკეთობებით. დღეს, 160 წლის შემდგომ, ჩვენი საქმიანობა კვლავ ამ პატარა ქალაქში მიმდინარეობს.

 

 

 

 

ადრეული მდგრადი აზროვნება:

1919 წელს კომპანიას სათავეში ჩაუდგა გუსტაფ ჩერსი, დამფუძნებლის შვილიშვილი, და შეცვალა სახელწოდება - ,,AB Gustaf Kährs''. მისი ხელმძღვანელობით კომპანია განვითარდა და გახდა  ხის კარების, სათამაშოების, ავეჯისა და იატაკის მნიშვნელოვანი და ინოვაციური მწარმოებელი. გუსტაფი ცდილობდა მოეძებნა ხის მდგრადი ნედლეულის გამოყენების ეფექტური გზები. სურდა ხის სტაბილიზაციის გაუმჯობესება, რათა სამშენებლო მასალად გამოეყენებინა საზოგადოებას.

 

 

 

ინჟინერირებული პარკეტის იატაკი:

1941 წელს ჩერსს მიენიჭა პატენტი დღევანდელი თანამედროვე ინჟინერირებული ხის მრავალშრიანი იატაკის გამოგონებისათვის. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მრავალმა ოჯახმა ააშენა პატარა სახლები, რაც ნიშნავდა პარკეტის იატაკებზე გაზრდილ მოთხოვნას.

 

 

 

ქარხნულად ლაქირებული იატაკი:

1958 წელს დამზადდა  ქარხნული ლაქებით მოპირკეთებული პირველი იატაკი. ჩერსის მიერ დანერგილ მეთოდამდე იატაკები  ადგილზე ლაქირდებოდა. ქარხანაში ლაქირებული იატაკის წარმოება მოითხოვს სიზუსტის მაღალ ხარისხს, რათა ზედაპირი გახდეს გლუვი და თანმიმდევრული.

 

 

 

პატენტი სპორტული იატაკისათვის:

1965 წელს ჩერსი იღებს პატენტს სრულიად ახალი სპორტული იატაკის მშენებლობისათვის. გაჩნდა იატაკი, რომელსაც შეეძლო ზემოქმედების ათვისება და უფრო ერთგვაროვანი რეაგირება სპორტული საქმიანობისთვის.

 

 

 

გლობალური გაფართოება:

1980-იან წლებში ჩერსი გლობალურ ექსპანსიას იწყებს: ევროპაში დაწყებული რამდენიმე ბაზრით,სკანდინავიის რეგიონით, გერმანიითა და საფრანგეთით, ასევე აშშ-თი. 1990-იანი წლების შუა პერიოდში ჩერსი ასევე გადის აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ბაზრებზე, როგორიცაა: რუსეთი და ჩინეთი.

 

 

 

ახალი თაობის ხის იატაკები:

1995 წელს ჩერსმა წარმოადგინა ხის იატაკების ახალი თაობა: Linnea– ხის თხელი ზედაპირი, რომელიც, ამავდროულად, არის მაინც მყარი, გამძლე და ასევე მარტივად დასაინსტალირებელი.

 

 

 

გარემოსდაცვითი სერტიფიკაცია:

1997 წელს ჩერსმა შეიძინა ISO 14001 გარემოსდაცვითსერთიფიკატი. ტყის ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენები უზრუნველყოფს რაიონის გათბობას ქარხნის მიმდებარე ტერიტორიებზე მყოფი საზოგადოებისათვის, ხოლო დარჩენილი ნაცარი უბრუნდება ტყეს, სასუქის სახით.

 

 

 

მსოფლიოში პირველი წებოვანი სახსარი:

1999 წელს ჩერსმა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი პარკეტი იატაკის წებოვანი Woodloc® სახსრით. ეს ტექნოლოგია და გამოგონება რევოლუციურად მიიჩნევა. წებოვანი სახსარი სწრაფად ჩამოყალიბდა და შესანიშნავი შედეგებიც დაგვანახა.

 

 

 

ახალი სპორტული იატაკი:

2004 წელს ჩერსმა ახალი სპორტული იატაკი გამოუშვა. იატაკის უპირატესობა ისაა, რომ მისი დაგება დიდ ადგილებში შედარებით უფრო სწრაფად არის შესაძლებელი. იგი დამტკიცებულია სპორტული იატაკის გლობალური სტანდარტისათვის და გამოიყენება მრავალი მნიშვნელოვანი სპორტულღონისძიებებისთვის.

 

 

 

წარმოგიდგენთ ორშრიან პარკეტს:

2013 წელს ჩერსმა წარმოადგინა ტექნიკურად მოწინავე ორშრიანი პარკეტის იატაკი.ასორტიმენტი მოიცავს სამ კრებულს: მცირე,საშუალო და დიდი ფორმატის მქონე იატაკები.

 

 

 

160-ე წლის აღნიშვნა:

2017 წელს კომპანიის 160 წლის იუბილე აღინიშნა მრავალი, ახალი, ინოვაციური იატაკის დანერგვით.